1. საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით საკრებულოში იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფები თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად.

2. დროებითი სამუშო ჯგუფის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:

ა) თვითმმართველობის ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ ინტერესებს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;

გ) რომლის შესწავლაც ადგილობრივი ორგანოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

3.მოქალაქეთა პეტიცია შეიძლება იყოს დროებითი სამუშო ჯგუფის შექმნის საფუძველი, როდესაც მუნიციპალიტეტის საზოგადოების ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს მათთვის საეჭვო საფუძვლების მქონე ამა თუ იმ მოვლენის გამოკვლევა