1. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს საკრებულო, რომელიც შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით, მაგრამ ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
2. თუ სამუშაო ჯგუფმა დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, საკრებულო უახლოეს სხდომაზე ისმენს მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზედაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და მისი შემადგენლობის შეცვლის შესახებ;
გ) სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.
3. დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4.დაუშვებელია დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა შესაბამისი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე. საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე დროებით სამუშაო ჯგუფს უწყდება უფლებამოსილება, რომელიც ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
5. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს უფლება აქვთ თავიანთი სურვილით გადადგნენ ნებისმიერ დროს;
6. დროებითი სამუშაოჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი, რომელსაც მიმართავს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე წერილობით.
7. დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული ხარჯები ანასზღაურდება საკრებულოს ბიუჯეტიდან;
საკრებულოს პოლიტიკური სუბიექტე