1. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში.

2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი საკრებულოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3. ფრაქცია საკრებულოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას და საკრებულოს აპარატს.

5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, ატყობინებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას და საკრებულოს აპარატს .

6. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 3-ზე ნაკლები საკრებულოს წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია აცნობებს საკრებულოსს უახლოეს სხდომაზე.

7.ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

8. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიასს და საკრებულოს აპარატს.

9. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომისიას.

10. ამ მუხლის მე-4−მე-9 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია აცნობებს საკრებულოს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზ