1.
ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
2.
ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი საკრებულოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.
3.
ფრაქცია საკრებულოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4.
ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას და საკრებულოს აპარატს.
5.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.
6.
ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით ატყობინებს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.
7.
ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარესა და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას