1. ფრაქციის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ;

გ) თანამდებობრივად შედის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობაში;

დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, ფრაქციის წესდებით გათვალისწინე.

3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.

4. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი.

5.ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი,თავი VIII საკრებულოს თანამდებობის პირე