1. საკრებულო პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრთაგან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და საკრებულოს წევრთა სამკაციან ჯგუფს.
3. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.
4. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.
5. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 15 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს პროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.
6. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
7. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარულია და კენჭისყრა იმართება ბიულეტენები