1. ფრაქცია თავის საქმინობას წარმართავს სხდომების მეშვეობით.
2. ფრაქციის სხდომების გამართვის პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
3. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს საჯარო ან დახურული სხდომა.
4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები;
ბ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირი;
გ) გადაწყვიტოს ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან ფრაქციიდან წევრის გარიცხვის საკითხი;
დ) გადაწყვიტოს ფრაქციის უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანების საკითხი;
ე) წარადგინოს კანდიდატურები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობებზე;
ვ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესი;
ზ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
თ) საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ პროექტთან დაკავშირებით დანიშნოს გამომსვლელი, რომელიც სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას;
ი) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;
კ) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებები