1. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – სამანდატო დროებითი კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია იურიდიულ საკითხთა და ეთიკის (სამანდატო დროებითი) კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.

2. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის დაფუძნებიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, მოადგილის/მოადგილეების და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის დაფუძნების სხდომის ოქმი, ფრაქციის პლატფორმა და წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, თუ ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს რაიმე მოტივირებულ გადაწყვეტილებას, საკრებულო  დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე. ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისთვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.

3. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად საკრებულოს თავმჯდომარისთვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.

4. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე საკრებულოს  მიერ ფრაქციის დაფუძნების რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ფრაქციას, უფლება აქვს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

5. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის, მოადგილის/მოადგილეების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. ასეთ შემთხვევაში ფრაქციის გაუქმების საკითხი ფორმდება საკრებულოს საოქმო ჩანაწერით, ხოლო ფრაქცია გაუქმებულად ითვლება იმ დღიდან, რომელ დღესაც საკრებულოს აპარატის კანცელარიაში გატარებულ იქნა (საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ან/და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის სახელზე შედგენილი) საკრებულოს იმ წევრის წერილობითი განცხადება ფრაქციიდან გასვლის შესახებ, რომლის გასვლის შედეგად ფრაქციის შემადგენლობაში დარჩა სამ წევრზე ნაკლებ