1. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს უფლება აქვს, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვას დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.

2. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებით ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს.

3. საკრებულოს გადაწყვეტილებაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

4. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროებით პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.

5. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

6. ფრაქცია, საკრებულოს წევრები, კვოტების დაცვით, დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა კანდიდატურებს წარუდგენენ საკრებულოს თავმჯდომარე