1. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, საკრებულოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. თუ დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ წარდგენილია 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის თავმჯდომარის არჩევისთვის განსაზღვრული წესით. ასეთ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კენჭისყრამდე.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე.
3. დროებითი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საკრებულოს წინაშე.
4. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახე