1. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება.
2. კომისიის ოქმი დგება სხდომის გამართვიდან არაუმეტეს მე-5 დღისა და გადაეცემა კომისიის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.
3. კომისიის სხდომის ოქმი, სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში ამ რეგლამენტის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ.
4. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატშ