1.ჩვეულებრივი პროცედურა მოიცავს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების საკრებულოს სხდომაზე განხილვასა და მიღებას. საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2.ჩვეულებრივი პროცედურის წესით განიხილება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს მიერ საკრებულოში შეტანილი სამართლებრივი დასკვნები, რომლებიც საკრებულოს სამართლებრივ აქტებში შესწორებებისა და დამატებების მიღებას ითვალისწინებე