1.საკრებულოს ფრაქციებს უფლება აქვთ წერილობით მოითხოვონ პოლიტიკური დებატები დღის წესრიგის საკითხზე, ან მათ მიერ ინიციირებულ თემაზე (საკითხზე);
2.საკრებულოს თავმჯდომარე კენჭს უყრის დებატების დანიშვნის საკითხს . გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილების სახით, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს დებატების დანიშვნის დრო, მომხსენებლისა და თანამომხსენებლის ვინაობა და დებატების თემატიკა.
3.პოლიტიკურ დებატებს ხსნის ინიციატორი სუბიექტი, რომელსაც მოხსენებისათვის ეძლევა 20 წუთი, რომლის სიტყვის დასრულების შემდეგ გამოდის თანამომხსენებელი, რომელსაც ეძლევა დრო 15 წუთით. ამის შემდგომ კამათში წინასწარი განაცხადის საფუძველზე, რიგითობის მიხედვით მონაწილეობენ საკრებულოს წევრები, რომლებსაც გამოსვლისათვის ეძლევათ 5 წუთიანი დრო. კამათის დასრულების შემდეგ, დასკვნითი სიტყვისათვის გამოდიან მომხსენებელი და თანამომხსენებელი 5 წუთიანი დროის განსაზღვრულობით. პოლიტიკური დებატების შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს.
4. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური დებატები დანიშნულია დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე, მაშინ კენჭი ეყრება ამ საკითხის განხილვიდან მოხსნას. სხვა თემაზე (საკითხზე) გამართულ პოლოტიკურ დებატებს კენჭისყრა არ ესაჭიროება.
ჩვეულებრივი პროცედურე