1. ამ რეგლამენტის მე-60 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებზე (გარდა „ზ: და „თ“ ქვეპუნქტებისა) პროექტებს ამზადებს მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს სხდომას.

2. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებლად გამოდის მუნიციპალიტეტის მერი ან მისივე დავალებით მერის პირველი მოადგილე, რომელსაც მოხსენებისათვის ეთმობა 15 წუთი. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს საკითხის სრულ დასახელებას და საკრებულოს წევრებს განუმარტავს პროცედურულ წესს, რომლის მიხედვითაც დასამატკიცებლად წარდგენილ საკითხზე დებატები არ იმართება და წარმოდგენილ დოკუმენტში (პროექტში) ცვლილებების ან დამატებების შეტანა სხდომაზე არ შეიძლება.

3. მოხსენების შემდეგ 5-5 წუთი ეთმობა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს (ან მათი სახელით გამომსვლელ საკრებულოს წევრს), რომლებიც სხდომას გააცნობენ კომისიის დასკვნებს დასამტკიცებელ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ 3-3 წუთი ეთმობა ფრაქციის თავმჯდომარეებს, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს.

4. გამომსვლელების პროცედურის დასრულების შემდეგ, მომხსენებელს კვლავ ეძლევა 5 წუთიანი გამოსვლის დროს განმარტებებისათვის. აღნიშნულის შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს აცნობებს, რომ დამტკიცების პროცედურა დასრულებულია და აცხადებს დროს კენჭისყრისათვის მზადების თაობაზე.

5. კენჭი ეყრება დადგენილების პროექტს საკითხის დამტკიცების შესახებ. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს დადგენილების პროექტის სრულ დასახელებას და პირველად ეყრება კენჭი ვინ არის მისი დამტკიცების მომხრე. კენჭისყრაში მომხრეთა ხმების დათვლის შემდეგ კენჭი ეყრება ვინ არის მისი დამტკიცების წინააღმდეგი. შედეგების შეჯამების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მომხრეთა და მოწინააღდეგეთა საერთო რაოდენობას.

6. დადგენილების პროექტი მიღებულად, ხოლო საკითხი დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომამ არ დაამტკიცა წარმოდგენილი საკითხი, მუნიციპალიტეტის მერს უფლება ეძლევა კონსულტაციები გამართოს საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან და საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ განმეორებით შეიტანოს საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზ