1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს არანაკლებ 5 წევრს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის წინაშე.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  ხელმძღვანელის მიერ შესაბამის დარგში განხორციელებული საქმიანობის ზოგად ან კონკრეტულ საკითხებს.

3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტი და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. საკითხი წერილობით უნდა ჩაბარდეს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს ბიუროს წარუდგენს წინადადებას საკითხის განხილვის ვადის თაობაზე. საკითხი შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ჩაბარებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

4. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს ფრაქცია ან საკრებულოს წევრთა ჯგუფი გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც მიეცემა არანაკლებ 15 წუთი განხილვის დაწყებისას, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ  - არანალებ 20 წუთი.

5. ინტერპელაციის წესით დასმული საკითხის ინიციატორის მოთხოვნით შეიძლება გაიმართოს დებატები.

6. ინტერპელაციის წესით დასმულ საკითხზე საკრებულო სხდომაზე იღებს შესაბამის გადაწყვეტილება