1.მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტს ამზადებს და საკრებულოში მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე განსახილველად წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი. ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დასაგეგმი წლიური ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით უახლოესი სამი წლის დასაგეგმი ბიუჯეტის ხარჯები და შემოსავლების, ფინანსური და არაფინანსური აქტივების ოპერაციებისა და ვალდებულებათა აგრეგირებულ მაჩვენებლებს.
ბ) მიმდინარე წლის დასაგეგმი და მომდევნო სამი საბიუჯეტო წლების, ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პრიორიტეტებს;
გ) მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიან პტიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებლი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;
დ) ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბიუჯეტის ბალანსის თაობაზე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, საბიუჯეტო შემოსულობების, ნაშთის ცვლილებების, საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობის კლასიფიკაციის მეორე თანრიგის მიხედვით მხარჯავი დაწესებულებებისათვის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა), პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას, ასიგნებების მოცულობას ორგანიცაზიული კლასიფიკაციის მიხედვით, სარეზერვო ფონდის მოცულობას, დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიან პრიოტეტების მიზნებს, ამოცანებს და შედეგებს. პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს;
ე) ბიუჯეტის პროექტს თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი და მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე ანგარიშ