1. ახალარჩეული საკრებულოს დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შემდეგადაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს ცალკე ოთახში იკრიბება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ამზადებს დასკვნას და მოახსენებს საკრებულოს.
2. ახალარჩეული საკრებულო, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, ღია კენჭისყრით იღებს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.
3. ახალარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობად, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.
4. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილი იქნა საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.
5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნებ