1. ახალარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან უმრავლესობით  ირჩევს ამ კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს, საკრებულოს მოახსენებს ინფორმაციას საკრებულოს ფრაქციების შექმნის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებ.

3. დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შექმნისთანავ