1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს აპარატი:
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველ საკითხებზე პროექტების შესახებ ინფორმაციის მომზადებას (მათ შორის, საჭირო რაოდენობით ასლების გამრავლებას), გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის გაცნობას;
ბ) ადგენს სხდომაზე მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი განსაზღვრის შემდეგ უზრუნველყოფს ამ პირთა გაფრთხილებას;
გ) ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას;
დ) ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წარმართვის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და გაგზავნა