1. საკრებულოს სხდომა იწყება, როგორც წესი, 12:00 საათზე და გრძელდება არაუგვიანეს 18:00 საათამდე. აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით გაგრძელდეს იმავე დღის 21:00 საათამდე.

2. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს უქმე და დასვენების დღეებშიც. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომების განრიგით, რომელსაც ადგენს საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო.

3. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე (თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს) ცვლილებები შეაქვს მორიგი სხდომის განრიგშ