1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების არსებით სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, წელიწადში არანაკლებ ერთხელ ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა.
2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო ან საკრებულოს ბიურო (საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში).
3. გადაწყვეტილება საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ მიიღება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
გ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით;
დ) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნი