1. ახალარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს დროებით ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან უმრავლესობით ირჩევს ამ კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, გაცემისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს ღია და ფარული კენჭისყრის მიმდინარეობას და ითვლის ხმებს (ბიულეტენებს).

3. დროებით ხმის დამთვლელ კომისიას უფლებამოსილება უწყდება ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შექმნისთანავ