1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

2. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ 3 წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. ფრაქციის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევის, გადარჩევისა და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.

4. საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ფრაქციას მასში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად გამოეყოფა ადგილები საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხოლო საკრებულოს შენობაში - სამუშაო ოთახი და შესაბამისი ინვენტარი.

5. ფრაქციის  საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ფრაქციის სხდომის ოქმი შეიძლება შეადგინოს ასევე ფრაქციის მდივანმა, რომელიც აირჩევა ფრაქციის მიერ მისი წესდების შესაბამისად.

თავი VII

საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიც