1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. კომისიის სხდომის ოქმი შეიძლება შეადგინოს ასევე კომისიის მდივანმა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს კომისია სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 1 წლის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებ