1. საკრებულო სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს წევრები შეყვანილ უნდა იქნენ საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.
4. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საკრებულოს განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, წევრთა პერსონალური შემადგენლობა, დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოსაკვლევი საკითხები და მისი უფლებამოსილების ვადა.
5. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მიიღოს გადაწყვეტილება მისი შემადგენლობის შეცვლის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.
6. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, მაგრამ ჯამში არაუმეტეს სამი თვისა.
7. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს. ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე ხელახლა შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი ახალი (წევრთა არანაკლებ 1/3-ით შეცვლილი) შემადგენლობით.
8. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.
9. დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარების, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს ფრაქც