1. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან.
2. კომისიის საკონსულტაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრული სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად.
4. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის კომპეტენციის სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
5. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრის ან კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
6. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს საკრებულოს აპარატ