1. საკრებულოს კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;
ბ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შეტანილ მის სფეროს მიკუთვნებულ გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს, ორგანიზებას უწევს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში;
გ) ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
დ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს;
ე) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ვ) აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;
თ) ახორციელებს ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, უპასუხონ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე.
3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს ბიურ