1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარის და სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ) სხდომაზე განხილული საკითხები;
დ) კენჭისყრის შედეგები;
ე) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში.
4. ბიუროს სხდომის ოქმის ასლები საჭიროებისამებრ ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და მუნიციპალიტეტის მერს.
5. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილებები შეიტანოს მასში.
6. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფე