1. საკრებულოს თავმჯდომარე არის საკრებულოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 33-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს საკრებულოს სხდომას;

ბ) საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;

დ) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;

ზ) წარმოადგენს საკრებულოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს;

ი) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

ლ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს რეგლამენტს, საკრებულოს კომისიის დებულებას და საკრებულოს აპარატის დებულებას;

ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

ჟ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 128-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.

4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაშ