1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირი.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
3. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. საკრებულოს წევრი თავის მოვალეობების შესრულებისას არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.
4. საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.
5. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-40-47-ე მუხლებით და ამ რეგლამენტი