1. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, ფრაქციების, საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის სხდომებს.

2. საკრებულო უფლებამოსილია მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება), ასევე სხვა გადაწყვეტილებები (მიმართვა, შუამდგომლობა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობა და სხვა), მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.

3. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებები მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის და გაუქმების შესახებ;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-IX თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას შორის უფლებამოსილებების დელეგირების თაობაზე ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ.

7. საკრებულო სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

8. საკრებულო სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 91-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

9. საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებებს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევისა და თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ გამოცემული  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საკრებულოს დადგენილებასთან წინააღმდეგობის გამო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ;

ე) ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების და დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის  შესახე