1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში), აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირს.
3. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არა აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილი.
4. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა პირი ვალდებულია დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგის ნორმებ