1. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების აუდიო ან/და ტელე ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით.
2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, სავალდებულოა სხდომის ტრანსლაცია ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა.
3. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატ