1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიძლება მოეწყოს პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე მოწვეული და მასზე დასწრების მსურველ პირთათვის.
4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის, ასევე კანონით აკრძალული ან/და საკრებულოს საქმიანობასთან შეუთავსებელი სხვა საგნების შეტან