1. საკრებულო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს ან/და მუნიციპალიტეტის მერს მისცეს თანხმობა ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს საკრებულო ან საკრებულოს დავალებით - მუნიციპალიტეტის მერი.
3. საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც უშუალოდ საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობა