1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომ – „საკრებულო“) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – „მუნიციპალიტეტი“) წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“) და ამ რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 30 წევრისაგან, საიდანაც 20 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 10 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემი