1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და იურიდიულ საკითხთა კომისიას. კომისიის წევრის კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადებას საკრებულოს ბიურო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.

4. საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (ფრაქციის გაუქმება, მისი ფრაქციიდან გასვლა ან გარიცხვა, ფრაქციის განცხადება მისი კომისიიდან გაწვევის შესახებ