1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამი წევრი მაინც.

2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღეში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ფუნქციების მიხედვით კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა.

3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის უფლებამოსილი წევრი. კომისიის სხდომები იმართება, როგორც წესი, თვეში ორჯერ.

4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა განხილვის მიზნით.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები.

6. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.

7. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა.

8. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინ