კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და სხდომაზე მონაწილე წევრებისა და მოწვეული პირების ვინაობა, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით და ინახება საკრებულოს აპარატშ