1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;
გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
დ) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
2. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება, არაუმეტეს ერთი კვირით.
თავი IX
საკრებულოს სხდო