1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე, ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას, საკრებულოს წარუდგენს სხდომის დღის წესრიგის პროექტს დასამტკიცებლად, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

2. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების, ან ერთმანეთთან დაკავშირებულ, თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთის ხანგრძლივობით.

3. საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს, მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება და მისი განხილვის გადადება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს არაუმეტეს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ საკრებულო უკამათოდ, ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი იმ საკითხებისა, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად. ამასთან, საკრებულო უფლებამოსილია დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრის მიერ დასმული დამატებითი საკითხის უახლოეს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ. კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართებ