2. საკრებულო დროებითი სამშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
3. საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში საკრებულოს წევრები შეყვანილი უნდა იქნენ საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დროებით სამუშაო ჯგუფის წევრად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც.
4. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრებ საკრებულოს რეგლამენტი