1. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას მიაწოდოს ინფორმაცია, დოკუმენტები, ნიმუშები და მასალები და გაუწიოს ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი სხვა სახის დახმარება.
2. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს მისცეს ამ საქმიანობის განხორციელების ადგილზე შესვლისა და მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უფლება ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლა