1. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წესი განისაზღვრება ამ მუხლით.
2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სააგენტოს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა გამოქვეყნებული მასალების შესახებ ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მისაღებად.
3. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას;
ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვის დროს კონსულტაციების გაწევისას საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების გათვალისწინებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;
გ) ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №796
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შწემთხვევები, როდესაც, კანონის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება ან სკრინინგი უნდა ჩატარდეს, განისაზღვრება გარემოსდაცვ მუხლითი შეფ. 2. ასებკვაკულტურის კოდ/ექსტენსით. 2.ური აკვაკულტურის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სააგენტოს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მისაღებად. 3. სააგენტო უზრუნველყოფს: ა) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას; ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვის დროს კონსულტაციების გაწევისას საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების გათვალისწინებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; გ) ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას.