თავი IV — სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა და ამ სამსახურებისთვის ხელის შემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვა
1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის
კანონი №3391
–
ვებგვერდი, 24.09.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.09.2018 კანონი №3391
წინა რედაქცია (30.11.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. მოქალაქეთა მიერ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობა 1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის. 2. სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. 3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 6348-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.