2. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დროშა.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს საკრებულოს უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ საქმიანობას.

4. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს საკრებულო. ისინი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.

5. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია:

ა) ბატონო თავმჯდომარევ;

ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ;

გ) პატივცემულო კოლეგა