1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქ. მარტვილი მშვიდობის ქ. №10.

2. საკრებულოს ადგილსამყოფელი საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

3. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის დროშები. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ და მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესი