საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მერს, საკრებულოში რეგსიტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისთვის გამოყოფილი ადგილი.
საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არაიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგ