1. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებს.

2. საკრებულოს მორიგი სხდომები, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.

3. საკრებულოს მორიგი სხდომების რაოდენობა დამოკიდებულია საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობაზე და ეფუძნება უწყვეტობის პრინციპს – საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს საკრებულოს შემდგომ მორიგ სხდომებზე.

4. საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომებზე მიიღოს გადაწყვეტილებები (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება), ასევე მიმართვა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ინფორმაცია ცნობის სახით და სხვა.

5. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6. საკრებულოს გადაწყვეტილებები, როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სახით, მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ამ რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილ