ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ბ) მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.

2. საკრებულოს წევრი სარგებლობს მასობრივი ინფორმაციის საბიუჯეტო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ მასობრივი ინფორმაციის საბიუჯეტო საშუალებებში მიწოდებული მასალები ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას (გავრცელებას), ამასთან ხარჯებს ანაზღაურებს საკრებულოს აპარატ